„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კომუნიკაციო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის“, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ და „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები.

კომუნიკაციის ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ახალი ფორმატის შესახებ, რომელიც სამოქალაქო სექტორს შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებსა და გამოწვევებზე, აღინიშნა, რომ სამოქალაქო სექტორის გაძლიერება სწორედ მეტი კომუნიკაციითა და თანამშრომლობით მიიღწევა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ინსტიტუციური გაძლიერება სამომავლო ხედვისა და მიზნების სრულყოფის,  ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან/პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

პუბლიკაცია შექმნილია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

წყარო: https://www.primetime.ge/news/regioni/tanamonatsileobisa-da-chartulobis-tsentri-sipisis-organizebit-ozurgetis-munitsipalitetshi-moqmedi-samoqalaqo-sazogadoebis-organizatsiebis-tsarmomadgenlebtan-shekhvedra-gaimarta?fbclid=IwAR37Muorxv2QuqdsJrj36U593d8klnDUGNC_WAHLKdGXONDUB1JHVS5Qs18

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content