25 ივლისს ჩვენი პროექტის – „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა შეხვედრაზე იმსჯელეს პლასტმასის ნაწარმის გამოყენების პრაქტიკასა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე.
„სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებმა ინტერესი გამოთქვეს ნარჩენების მართვის ინოვაციური იდეებისა და მოხალისეობრივი კამპანიების მხარდაჭერისადმი.
პროექტი ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.