26 ივლისს „ოზურგეთის დაკიდულ ბაღში“ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.

შეხვედის მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური საფრთხეების, პლასტმასის ნარჩენების სეპარაციისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა პასუხისმგებლობის შესახებ.

დისკუსიის პარალელურად, გაჩნდა ინიციატივა ბაღის შემდგომი კეთილმოწყობისა და სოციალურ კამპანიებში მოხალისეობრივი მონაწილეობის თაობაზე.

პროექტი „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

May be an image of 5 people

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content