პროექტის „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა.

„მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება – კვლევის ანგარიში“ მოიცავს ფოთის მოსახლეობის გამოკითხვას, სიღრმისეულ ინტერვიუებს და ფოკუს-ჯგუფებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მდინარის აღდგენა გადაუდებელი აუცილებლობაა და საჭიროებს სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც დაეფუძნება არა მხოლოდ ერთჯერად გაწმენდით აქციებს, არამედ სისტემურ და გრძელვადიან მიდგომას, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის და მოსახლეობის ჩართულობით.

კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მომზადებული რეკომენდაციები მოიცავს:
სისტემურ და ინსტიტუციურ რეფორმებს, ინფრასტრუქტურულ და საინჟინრო გადაწყვეტილებებს, საზოგადოების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის აღდგენას.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

May be a graphic of text

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content