ჩვენი პროექტის – „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ ფარგლებში, შემოწმდა კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პარამეტრები.

2025 წლის ივნისში აღებული წყლის სინჯების შედარებითი ანალიზითა და ეკოლოგიური მდგომარეობის ინტეგრირებული შეფასებით, კაპარჭინას წყალი აჩვენებს ეკოსისტემური სტრესის მკაფიო ნიშნებს.
ზოგიერთ ფიზიკურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელში წყლის ხარისხი აკმაყოფილებს დასაშვებ ნორმებს, თუმცა ძირითად ჰიდროქიმიურ კომპონენტებში დაფიქსირებული გადახრები მიუთითებს ბუნებრივ და ანთროპოგენულ (ადამიანის მიერ გამოწვეულ) დაბინძურებაზე.

სპეციალისტების მიერ გაცემულია რეკომენდაციები:
დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირება და გაკონტროლება
მონიტორინგისა და სეზონური ანალიზის გაძლიერება
წყალგამყოფი სისტემის დაცვა და რეკულტივაცია
კანალიზაციისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
სიღრმის მონიტორინგის რეგულარული გრაფიკის შედგენა
პერიოდული ბიომონიტორინგი
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content