ა(ა)იპ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ (Centre for Participation and Collaboration CPC) შეიქმნა 2020 წლის 28 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

დაარსებიდან დღემდე ორგანიზაცია მონაწილეობს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგში; არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის – ოზურგეთის ფორუმისა და  „გურიის მდგრადი განვითარების კონსორციუმის“ წევრი.

„სიპისი“ აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, გენდერული პოლიტიკის შემუშავებისა და ქალთა საჭიროებების ინდენტიფიცირების მიმართულებით.

ძირითადი მიმართულებები:

  1. ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა;
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირება;
  3. მოქალაქეთა თანამონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა;
  4. გურიის მხარის მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა;
  5. ქალთა უფლებების დაცვა და მათი ეკონომიკური გაძლიერება;
  6. მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივების მხარდაჭერა;
  7. გარემოსდაცვითი აქტივობები და ადვოკატირება;
  8. გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარება;
  9. საინფორმაციო კამპანიები და მონიტორინგი.
 
Skip to content