პროექტის – „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, გაიმართა „ტურიზმის ფესტივალი – საუკეთესო პრაქტიკა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის“.
ონლაინფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოზურგეთისა და ჰელმის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ორი ქვეყნის სამზარეულოს მასტერკლასები. დასასრულს, გაფორმდა „მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი“, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „I(პირველი) ბლოკი“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content