პოლონელი და ქართველი ექსპერტები შეხვდნენ გურიის მუნიციპალიტეტების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს გურიის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შემუშავების მიზნით ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაზე.
დასასრულს, ხელი მოეწერა ქ. ოზურგეთისა და ქ. ჰელმის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტებს შორის „მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს“, რომელიც ორ ქალაქს შორის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.