პროექტის – „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გურიის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შექმნაში მონაწილე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
პროექტი ითვალისწინებს გურიის მხარის მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობას ტურიზმის მენეჯმენტის, ტურისტული ბრენდის პოტენციალის, მისი პოზიციონირებისა და კომუნიკაციის მიმართულებით.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, „ თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content