23-28 ოქტომბერს, პროექტის – „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, გურიის მუნიციპალიტეტების, არასამთავრო სექტორისა და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა მონაწილოება მიიღეს ევრორეგიონ BUG-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში.
ექსპერთა ჯგუფი გაეცნო ქალაქების – ჰელმის, ზამოსცის, ხრუბეშჩოვისა და ლუბლინის ტურისტულ პოტენციალს და ასევე შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებსა და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content