ჩვენმა გუნდმა „სოციალურ სივრცესთან“ თანამშრომლობით, საინტერესო შეხვედრა -„სამოქალაქო პიკნიკი” გამართა.
„სამოქალაქო პიკნიკზე“ ვისაუბრეთ მდინარე სუფსასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, შავი ზღვისა და მდინარეების ეკოსაფრთხეებზე, ქალების როლზე ეკომენეჯმენტში, მუნიციპალური ნარჩენების მავნე გავლენაზე და სხვ.
„სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებს – მდინარე სუფსის აუზის მოსახლეობას – გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, პროექტის დირექტორი ზურაბ ნასარაია, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენელი თამო ონიანი და მოწვეული ექსპერტი ლიეტუვადან ვიდა ვრუბლიაუსკენე.
პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.
CENN
#სუფთასუფსისთვის