პროექტის – „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, გურიის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შექმნაში მონაწილე ექსპერტებისთვის პოლონური ორგანიზაცია „სინერგია“ ონლაინსემინარებს მართავს.
პირველი სემინარი – „ბრენდის ცოცხალი კაპიტალი“ 8 ნოემბერს, გურიის მხარის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო სექტორის, მოწვეული ექსპერტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობით გაიმართა. ნოემბერში დაგეგმილია ყოველკვირეული სასწავლო შეხვედრები შემდეგ თემებზე: „იდეა და ბრენდის პოზიციონირება“, „ბრენდის კომუნიკაცია“, „ბრენდის ორგანიზაცია და მართვა“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, „ თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.