ორგანიზაციების „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი“ და „I (პირველი) ბლოკი“ მიერ მომზადდა საპილოტე კვლევა -„საჯარო სერვისების დიზაინისა და სიმწიფის შეფასება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში“.
გიორგი ვაშაკიძე, მეთოდოლოგიის ავტორი, საჯარო ადმინისტრირების საერთაშორისო ექსპერტი: „გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეფასების შედეგად შეიქმნა ანგარიშები, რომლებშიც აღწერილია და გაანალიზებულია ის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, რომელიც მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საჯარო სერვისების შექმნისა და მიწოდების თვალსაზრისით. ამის გარდა, შემფასებლებმა არაერთი პრაქტიკული ქმედების დანერგვა შესთავაზეს მუნიციპალიტეტებს.“
პროექტი განხორციელდა „საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის“ ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდოლოგიით, რომელიც შექმნილია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ მიერ, ევროკავშირის მისიის დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავების“ ფარგლებში.