ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის საკრებულოსა და „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრ სიპისის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროექტის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ ვრცლად ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და იმ სარგებელზე, რასაც ბენეფიციარი ქალბატონები მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შედეგად.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმულ თითოელ ნაბიჯს, მით უფრო თუ ის მოწყვლადი ჯგუფების თემს ეხება. პროექტით განსაზღვრული აქტივობების მხარდაჭერის თაობაზე ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ჭანიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content