პროექტის-„შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ მონაწილე ქალბატონები ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ესტუმრნენ.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, „ჰორიზონტის“ დირექტორმა ნანა ჯოლიამ ისაუბრა კოლეჯის საქმიანობისა და პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების შესახებ, სადაც პროექტის ბენეფიციარებს, დაინტერესების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის კულინარიას, სამკერვალო საქმეს, სარესტორნო წარმოებას, ბუღალტერიასა თუ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
პროექტს – „შინსაქმე ვაქციოდ პროფესიად“ ახორციელებს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.