30-31 მაისს, ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ის შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ეფექტური ბიზნესკომუნიკაცია და რჩევები მომხმარებლის მოსაზიდად; საქმიანი იმიჯის ფორმირება, საქმიანი ადამიანების ეტიკეტი და პროტოკოლი; მედია, მარკეტინგი და რეკლამა – როგორ გავყიდოთ პროდუქცია წარმატებულად; ფინანსები და საგადასახადო სისტემა.
ტრენინგების მონაწილეები ასევე გაეცნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ პლატფორმებსა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებს.
პროექტს ახორციელებს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content