პროექტის „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ფარგლებში, ლანჩხუთის სოფელ მოედანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მდინარე სუფსის აუზთან დაკავშირებულ ეკოსაფრთხეებზე, უკონტროლო ნაგავსაყრელების აღმოფხვრასა და ამ მიმართულებით მოქალაქეთა, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ და მოწვეულმა ექსპერტმა ვიდა ვრუბლიაუსკენემ (ლიეტუვა).
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.