შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებული „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.
შეხვედრაზე მდინარე სუფსის აუზის დაბინძურებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: შავი ზღვისა და მდინარეების ეკოსაფრთხეები, კლიმატის ცვლილების გამოწვევები, ეკოფემინიზმი და ქალების როლი ეკომენეჯმენტში, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და მათი მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ზღვის ბინადრებზე.
პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს საქართველოს 4 რეგიონში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content