„გადაიღე სუფსა!“ – სოციალური კამპანია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს
შემოგვიერთდით! აღმოაჩინეთ ნარჩენების განთავსების უკანონო ადგილები მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოგვიგზავნეთ შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა ადგილმდებარეობის ზუსტი მითითებით
შემოსული შეტყობინებები, პრობლემების გადაჭრის მიზნით, გადაეცემა შესაბამის სამსახურებს
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.