„სამოქალაქო პიკნიკის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ვიდა ვრუბლიაუსკენემ (ლიეტუვა) წარმოადგინა ონლაინპრეზენტაცია „სამხრეთ ლიეტუვას მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვა და მდგრადი განვითარების პროექტების მაგალითები“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტმა ენვერ ჯაფარიძემ ისაუბრა „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების“ შესახებ.
ტრენინგებს ესწრებოდნენ პროექტის – ,,კლიმატის ცვლილების მოტივაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ სამიზნე სოფლების მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)“ ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში.