წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს პროექტში – „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“.
პროექტის ფარგლებში, პედაგოგმა ეკატერინე რუსიამ ჩაატარა გაკვეთილი „წყლის რესურსების დაცვა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა.
მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის შედეგები წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით და იმსჯელეს წყლის რესურსების გამოწვევების შესახებ.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.