კვირიკეთის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში – „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“.

სამოქალაქო განათლების და ბუნებისმეტყველების პედაგოგებმა – ლ. ქილიფთარმა და მ. ცეცხლაძემ ჩაატარეს „გაკვეთილები ბუნებაში“, სადაც მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებისა და გარემოს დაცვის თანამედროვე მიდგომები.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს მდინარის 0,5 კმ ზოლი და სანაპიროებზე განათავსეს ბანერები: „ნუ დაანაგვიანებთ!“ „გადავარჩინოთ ჩვენი სოფლის მდინარე!“

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content