პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში, 3-8 ნოემბერს, პოლონელი პარტნიორები გურიას სტუმრობდნენ.
პოლონური დელეგაციის წევრები გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს გურიის ტურისტული პოტენციალის, ტურისტული ბრენდის სტრატეგიისა და ტურისტული პროდუქტების კონცეფციის შექმნის შესახებ, ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს გურიის ტურისტული ობიექტები და ღირსშესანიშნავი ადგილები. მონაწილეობა მიიღეს ალეგრობის სახალხო დღესასწაულში.