- პროექტის დასახელება: „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება – შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის ხელშეწყობით (2022, იანვარი-აგვისტო).
პროექტის მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა (აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების, რეპატრიანტი მუსლიმი მესხი ქალების, სომხური თემისა და ქართულ-პოლონური დიასპორის წარმომადგენელი ქალების) ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული საჭიროებების გამოკვლევა, მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შედეგები: გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან; ქალთა ეკონომიკური საჭიროებების შესახებ მომზადდა კვლევა, საინფორმაციო სტატიები და ვიდეოისტორიები; ჩატარდა ტრენინგები ბენეფიციართა მონაწილეობით, შეიქმნა ეკონომიკურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ჩართულ ქალთა ელექტრონული ბაზა და დახურული ფეისბუქჯგუფი, სადაც ხდება ინფორმაციის განახლება და გაცვლა.