გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნაში მონაწილე ექსპერტების ჩართულობით, 2-10 ნოემბერს გაიმართა ონლაინ სემინარები და მასტერკლასები: გურიის ბრენდის კაპიტალის ანალიზი. მემკვიდრეობით მიღებული და შექმნილი აქტივები; გურიის ბრენდის კაპიტალის ანალიზი. არსებული და განვითარებული გარე აქტივები; გურიის ბრენდის იმიჯის დიაგნოსტიკა. გურიის ბრენდის ძირითადი ასოციაციები და ბუნებრივი იდენტურობა; გურიის ბრენდის მარკეტინგული აქტივობის ანალიზი ინტერნეტსა და მედიაში.

სემინარებს უძღვებოდა პოლონური ორგანიზაცია „სინერგიას“ ექსპერტი ტურიზმის, ადგილის ბრენდ მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content