ჩვენი პროექტის ფარგლებში, ფოთში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფების სერია, მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების ერთობლივი ანალიზის მიზნით.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეების – მდინარისპირა უბნების მცხოვრებლების, ეკო-აქტივისტების, ჯანდაცვის, განათლების, მცირე ბიზნესის და ტურიზმის სფეროების წარმომადგენელთა ჩართულობით შემუშავდა ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია მდინარის პრობლემური ლოკაციები.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ფოკუს-ჯგუფებში ჩართულობისთვის, გამოცდილებისა და სამომავლო ხედვების გაზიარებისთვის.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.