„პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გაიმართა სამდღიანი ტრენინგი, რომლიც თემატური ბლოკები მოიცავდა:
პლასტიკური დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხეები – მონაწილეებმა გააანალიზეს პლასტმასის დაბინძურების გლობალური და ლოკალური მასშტაბები, მისი ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ნარჩენების მართვა და ცირკულარული მიდგომები – მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ნარჩენების პრევენციაზე, გადამუშავებასა და მწვანე ეკონომიკაზე.
ჯანსაღი გარემოს უფლება და მოქალაქეთა ჩართულობა – სესია დაეთმო სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ასევე, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს საჯარო გადაწყვეტილებებში.

პროექტი „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content