პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 40 ახალი კონტეინერი დაიდგა.
პლასტმასის სეპარაციისთვის განკუთვნილი კონტეინერები ოზურგეთის კვებისა და სავაჭრო ობიექტების, სასწავლო დაწესებულებების, რკინიგზისა და ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზურგეთის კომუნალური მომსახურების ცენტრთან თანამშრომლობით განთავსდა.
პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების პროგრამა მიმდინარეობს პროექტის „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.