მესიჯი: „მოქალაქეთა ასამბლეა“ – მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისთვის
Ozurgeti C.A.R.E.S.: Citizens Actively Resolving Stray-Animal Challenges
მეგობრებო, კარგი ამბები გვაქვს თქვენთვის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „მოქალაქეთა ასამბლეამ“, 640 ხელმოწერით, შექმნა პეტიცია: ,,მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხებზე რეკომენდაციების შესახებ.“პეტიცია, რომელიც 8 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა, 25 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სსხდომაზე განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით, პეტიცია დაეწერა შესაბამის დარგობრივ კომისიებსა და გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერს.
შეგახსენებთ, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი’’, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ოზურგეთი C.A.R.E.S: მოქალაქეები აქტიურად მუშაობენ მიუსაფარი ცხოველების გამოწვევების გადასაჭრელად“.
პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემის გადასაწყვეტად, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 33-მა უნიკალურმა მონაწილემ, ექსპერტებთან თანამშრომლობით, „მოქალაქეთა ასამბლეის“ ასამბლიის სამი შეხვედრა გამართა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.
პროექტის გუნდი ადვოკატირებას უწევს „მოქალაქეთა ასამბლეის“ რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული გადაწტვეყილებების მიღებას.
640 ხელმოწერით, ოზურგეთის მუნიიციპალიტეტის საკრებულოში „მოქალაქეთა ასაბლეას“ პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიციის ავტორები ასამბლეას მიერ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე მათი პრაქტიკული განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვენ. როგორც პეტიციაშია აღნიშნული გეგმაში გაწერილი უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები და საჭირო რესურსები.
პეტიციის განხილვა დღეს , საკრებულოს ბოუროს სხდომაზე, 5 სთ. იგეგმება.
სხდომას მოქალაქეთა ასამბლეას წევრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ…. 2024 წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა ოზურგეთის
მოქალაქეთა ასამბლეა მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრის თემაზე.
ასამბლეის მონაწილეები შეირჩნენ მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგიით,
შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით. სულ პროცესში მონაწილეობა მიიღო 33-მა
უნიკალურმა მონაწილემ.
ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა სამი შეხვედრა: სასწავლო დღე (25 მაისი), სადაც
ექსპერტებმა წარმოადგინეს ძირითადი საკითხები; პირველი სათათბირო დღე (8 ივნისი),
სადაც მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში; და ფინალური შეხვედრა (15 ივნისი),
სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ შემუშავდა და
დამტკიცდა საბოლოო რეკომენდაციები.
პროცესში მონაწილეობდნენ ექსპერტები სამართლებრივი საკითხების, მუნიციპალური
ადმინისტრირების, ცხოველთა სტერილიზაციის და საერთაშორისო პრაქტიკის
მიმართულებით. ასამბლეის წევრებმა შეიმუშავეს და ერთხმად (80%-ზე მეტი
მხარდაჭერით) დაამტკიცეს 12 კონკრეტული რეკომენდაცია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „მოქალაქეთა ასამბლეამ“, 640 ხელმოწერით, შექმნა პეტიცია: ,,მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხებზე რეკომენდაციების შესახებ.“ პეტიცია, რომელიც 8 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა, 25 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით, პეტიცია დაეწერა შესაბამის დარგობრივ კომისიებსა და გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერს.
შეგახსენებთ, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი’’, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ოზურგეთი C.A.R.E.S: მოქალაქეები აქტიურად მუშაობენ მიუსაფარი ცხოველების გამოწვევების გადასაჭრელად“.
პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემის გადასაწყვეტად, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 33-მა უნიკალურმა მონაწილემ, ექსპერტებთან თანამშრომლობით, „მოქალაქეთა ასამბლეის“ სამი შეხვედრა გამართა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.
პროექტის გუნდი ადვოკატირებას უწევს „მოქალაქეთა ასამბლეის“ რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას.