გაცნობებთ, რომ 18 მაისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე, პირდაპირ ეთერში, გაიმართება „მოქალაქეთა ასამბლეის“ მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი.
„მოქალაქეთა ასამბლეის“ მონაწილეთა შერჩევის პროცესს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ფეისბუქგვერდზე
შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 25 მაისიდან 8 ივნისის პერიოდში, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხზე „მოქალაქეთა ასამბლეა“ იმსჯელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებს შესთავაზებს.
„მოქალაქეთა ასამბლეის“ მონაწილეები ორ ეტაპიანი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან. პირველ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურბანულ და სასოფლო დასახლებებში 500 წერილი დარიგდა. 370-მა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.
18 მაისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე, შეირჩევა 36 მონაწილე, რომლებსაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესში