ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 25 მაისი-8 ივნისის პერიოდში, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხზე, იმსჯელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებს შესთავაზებს „მოქალაქეთა ასამბლეა“.
„მოქალაქეთა ასამბლეის“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ვიდეო რგოლში
თუ გაქვთ აღნიშნულ საკითხზე თქვენი მოსაზრება, ხედვა, რეკომენდაცია და ფიქრობთ, რომ მისი გაზიარება ოზურგეთის „მოქალაქეთა ასამბლეისთვის“ მნიშვნელოვანი იქნება, გამოიყენეთ შესაძლებლობა!
დარეგისტრირდით „მოქალაქეთა ასამბლეაზე“, როგორც დაინტერესებული მხარე, მოამზადეთ არაუმეტეს 5 წუთიანი პრეზენტაცია და 25 მაისს, 11 საათზე, გვეწვიეთ „მოქალაქეთა ასამბლეის“ პირველ, სასწავლო დღეზე.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა