შეგახსენებთ, „მოქალაქეთა ასამბლეა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხებზე იმუშავებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს მიაწვდის.
„მოქალაქეთა ასამბლეის“ წევრების შერჩევის მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი 19 აპრილს ჩატარდა.
მერის წარმომადგენლების დახმარებით, წერილები დაურიგდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების 500 სრულწლოვან მოქალაქეს, საიდანაც, შემთხვევითობის პრინციპით, 40-მდე მონაწილე შეირჩევა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.