ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე „მოქალაქეთა ასამბლეა“ იმსჯელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებს შესთავაზებს. რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემის გადაჭრაში? რა უპირატესობები აქვს „მოქალაქეთა ასამბლეას“, როგორც სათათბირო დემოკრატიის ფორმას? – ამ აქტუალური თემების შესახებ ისაუბრეს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებულ „სამოქალაქო პიკნიკებზე“.