28 მარტს, ოზურგეთში, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის“ორგანიზებით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, ბიუჯეტირებისა და თანამონაწილეობის სხვა მექანიზმების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

მოწვეულმა ექსპერტებმა ქალებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დეცენტრალიზაციის მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობების, ბიუჯეტის, მათი განკარგვის და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმების, მათ შორის ელექტრონული პეტიციის შესახებ.

ტრენინგის ბოლოს, შეხვედრის მონაწილეებმა თვითმმართველობის ექსპერტთან ერთად, განიხილეს პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ისინი, სწორედ ელექტრონული პეტიციების წარდგენის გზით შეეცდებიან.

ტრენინგის მეორე ნაწილი განსხვავებულ თემას მიეძღვნა და მონაწილეებმა „სტრესის მართვასთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს.

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC “ პროექტს „ქალები თემის კეთილდღეობისთვის“ 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს, პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზრდა საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ბრიტანული ფონდის „სიგრიდ რაუზინგ თრასთის“ მიერ.


 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content