16 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ცენტრში“ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC“-ის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეები პროექტის „ქალები თემის კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ.

მოწვეული ექსპერტები ნანა ვასაძე და ნანა თავდუმაძე შეხვედრის მონაწილეებს თვითმმართველობის საქმიანობაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაწილეობის ინსტრუმენტებზე ესაუბრნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონულ პეტიციას.

ტრენინგის მონაწილეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს ელექტრონული პეტიციით განსახილველი საკითხების, რეგისტრაციის და განხილვის ეტაპების შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა.

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC “ პროექტს „ქალები თემის კეთილდღეობისთვის“ 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს. მისი მიზანია იზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზრდა საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content