15 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრისთვის რეკომენდაციების შემუშავება, მონაწილეობითი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის, „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.
პროექტი ხორცილდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის’’ მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები არიან: ევროპის საბჭო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ადგილობრივი ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციები.