„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, 15 თებერვალს, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა-ში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვეული ლაითურის, მერიის, კონჭკათისა და თხინვალის მოსახლეობა გაეცნო „მოქალაქეთა ასამბლეას“ მუშაობის სპეციფიკას და მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის პრობლემის გადაჭრაში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებს.
„სამოქალაქო პიკნიკები“ ტარდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
პროექტი ხორცილდება 2024 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.