ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაზეც „მოქალაქეთა ასამბლეა“ იმსჯელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებს შესთავაზებს.

15 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი -ში, „სამოქალაქო პიკნიკზე“ მოწვეული სოფელ ოზურგეთის, მელექედურისა და გურიანთას მოსახლეობა გაეცნო „მოქალაქეთა ასამბლეას“ მუშაობის სპეციფიკას და ამ მწვავე პრობლემის გადაჭრაში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებს.

საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

პროექტი ხორცილდება 2024 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.


 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content