ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის გამოწვევებზე „მოქალაქეთა ასამბლეა“ იმსჯელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებს შესთავაზებს.

რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემის გადაჭრაში? რა უპირატესობები აქვს „მოქალაქეთა ასამბლეას“, როგორც სათათბირო დემოკრატიის ფორმას?

აღნიშნულის შესახებ ისაუბრეს 14 თებერვალს, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით გამართულ „სამოქალაქო პიკნიკებზე“:

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი – ქ. ოზურგეთის, ბოხვაურისა და შემოქმედის მოსახლეობისთვის

შალვა რადიანის ეთნოგრაფიული სახლ-მუზეუმი – დვაბზუს, ბახვის, ცხემლისხიდის, ვაკიჯვარისა და მთისპირის მოსახლეობისთვის

ბაილეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ბაილეთის, სილაურის, ჯუმათისა და ნასაკირალის მოსახლეობისთვის

საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

 


 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content