14-16 თებერვალს, „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით, მართავს საინფორმაციო შეხვედრებს „სამოქალაქო პიკნიკების“ ფორმატში.
„სამოქალაქო პიკნიკები“ გაიმართება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.
ოზურგეთის მუნიციპალუტეტის მოქალაქეებს, ვისაც გსურთ ჩაერთოთ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის განხილვაში, გთხოვთ, შემოუერთდეთ „სამოქალაქო პინკიკებს“.
გთავაზობთ შეხვედრების გრაფიკს: