„თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, გაიმართა პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ გაცნობითი შეხვედრა, zoom პლატფორმის ფორმატით.
USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის მიზანია ოზურგეთის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის, მედიისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
პანელურ დისკუსიაში, პროექტის მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს „მოქალაქეთა ასამბლეას“ შესახებ არსებულ გამოცდილებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კითხვა-პასუხის სესიის ფარგლებში, უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე დაგეგმილია „სამოქალაქო პიკნიკები“ – საინფორმაციო შეხვედრები, აქტიური სოციალური მედიაკამპანია და ინტერმუნიციპალური ჰიბრიდული კონფერენცია, პროექტის შედეგებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
პროექტს „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ მართავს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი’’, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციებთან პარტნიორობით.