23-25 ნოემბერს, ქ. ვარშავაში (პოლონეთი) საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პირველად წარსდგა „გურიის ტურისტული ბრენდი“. ჩვენი პროექტის „გურია- სიცოცხლის ზეიმი” ფარგლებში, პოტენციური ვიზიტორებისთვის მოეწუო სპეციალური სტენდი, სადაც სტუმრებს ელოდათ ტრადიციული ტკბილეული, გურული ჩაი, ღვინო, არაყი, ყველი, კალანდის განუყოფელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი. გურიის ბრენდმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი“, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი)