პროექტის ფარგლებში, ქართველმა და პოლონელმა ექსპერტებმა გურიის ტურისტული ბრენდის შექმნის მიზნით, 10-12 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ბრენდის კონცეფციის, სარეკლამო კამპანიისა და სოციალური მედიის აქტივობების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს 23-25 ნოემბერს, ვარშავის საერთაშორისო ტურიზმის ბაზრობაზე გურიის ადგილობრივი ბიზნესკომპანიების მონაწილეობის საკითხი.
პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი“, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი).


 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content