ჩვენი პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი” ფარგლებში სემინარი გაიმართა. პოლონელი და ქართველი ექსპერტები ორივე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ტრადიციებსა და რიტუალებს გაეცნენ და მათ ტურისტულ მიმზიდველობაზე იმსჯელეს.
პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი“, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი).