„თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ასრულებს კიდევ ერთი საინტერესო პროექტს -„შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმში პროექტის შემაჯამებელი დისკუსია-ფორუმი გაიმართა ოზურგეთის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს წარმომადგენლების, პროექტში ჩართული ქალების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და პარტნიორების მონაწილეობით
დისკუსია-ფორუმზე განიხილეს „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება – საჭიროებათა კვლევის“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები
როგორც აღინიშნა, რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს ქალთა სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას და სამომავლო გეგმების რეალიზებას
ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს „სამოქალაქო პიკნიკებზე“ მიღებული გამოცდილების, პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგ-მოდულებისა და ქალთა ვიდეოისტორიების შესახებ
შეხვედრის ბოლოს, გაიმართა მეწარმე ქალების მიერ შექმნილი პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა
პროექტი ორგანიზაციამ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა