22-27 აგვისტო. პოლონელი და ქართველი ბლოგერები გურიაში მოგზაურობენ და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, ფოლკლორს, კულინარიას, სტუმართ-მასპინძლობისა და ადგილობრივ წარმოებს ეცნობიან.

მედიატურის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიზიტორებისა და მოგზაურების ინფორმირება.

ბლოგერებმა მოინახულეს შეკვეთილის დენდროლოგიური, მუსიკალური და მინიატურების პარკები, აჭის ხეობა, გომის მთა, გორაბერეჟოულის პარკი, საოჯახო მეურნეობი, ერკეთისა და უდაბნოს მონასტრები, მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილები.

ტური მოეწყო პოლონულ-ქართული პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Ceebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში.

პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი“, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი).

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content