ფატი მამიაშვილი „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მოწვეული კონსულტანტი კომუნიკაციის მიმართულებით. მკვლევარი. ტრენერი.
ფატი მამიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
აქვს მედიასფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესკურიერის“ რეპორტიორი, ჟურნალისტური ქსელი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWRP) რეპორტიორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიაანალიტიკოსი და კორპორატიული ბლოგერი. მისი, როგორც მკვლევრის ჩართულობით მომზადებულია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტი სიპისის“ კომუნიკაციის სტრატეგია, „ქალთა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევა“, „საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის შესაფასება“ და სხვ.
სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა მედიის, კომუნიკაციის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების თემებზე ტრენინგებში როგორც საქართელოში, ასევე უცხოეთში.