ნანა სიხარულიძე „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ პროექტების მენეჯერი.
ნანა სიხარულიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით. არის სერტიფიცირებული გიდი და პარტიციპაციის აკადემიის კურსდამთავრებული.
მუშაობდა გურიის სასკოლო სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, ფინანსისტის თანამდებობაზე. დასაქმებული იყო შინამეურნეობის კვლევის დეპარტამენტის გამოკვლევის სამხარეო ზედამხედველობის განყოფილებაში ზედამხედველის პოზიციაზე. არის დასავლეთ ცენტრალურ სამმართველოს უფროსი სპეციალისტ-ანალიტიკოსი.
ნანა სიხარულიძე აქტიურად არის ჩართული „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ყველა პროექტსა თუ აქტივობაში.