ნანა ვასაძე „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მოწვეული კონსულტანტი მედიასამართლის მიმართულებით. მკვლევარი. ტრენერი.
ნანა ვასაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ის ასევე ფლობს სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხს. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
აქვს ჟურნალისტისა და რედაქტორის პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს. არის მედიაჰოლდინგ „რუსთავი 2-ის“ ახალი ამბების ვებგვერდის რედაქტორი. მუშაობს ქალთა სამართლებრივი დაცვის მიმართულებით.
ნანა ვასაძე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. უძღვება სალექციო კურსს „ღია უნივერსიტეტსა“ და „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში“. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი და რედაქტორი.