ნანა თავდუმაძე „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ დამფუძნებელი. კონსულტანტი საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით. მკვლევარი. ტრენერი.
ნანა თავდუმაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
აქვს მედიასფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო რეგიონული და ცენტრალური სატელევიზო არხების კორესპონდენტი, თოქ-შოუს წამყვანი, რედაქტორი. ხელმძღვანელობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებას. არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, „ღია მმართველობა – პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის (OGP-LOCAL) სამთავრობო საკონტაქტო პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ნანა თავდუმაძე არის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და ტრენერი, საჯარო მმართველობისა და ადგილობროვი თვითმმართველობის მიმართულებით.